black blue and yellow textile

Predict the future

You didn’t come this far to stop

MESSIAHLIVE.ONLINE

ილემ

სამყაროს არსებობა დაიწყო დიდი აფეთქების შედეგად/შემდეგ. სამყაროს ჩამოყალიბება დაიწყო და ეს დაწყება ატარებს დეტერმინირებულ ხასიათს.

სამყარო წარმოადგენს სივრცეში განთავსებულ მატერიალური ფაქტების ერთობლიობას. აქ მხედველობაში გვაქვს გალაქტიკები, მათში შემავალი ობიექტების სისტემები და ასე შემდეგ. გალაქტიკებში შემავალი ობიექტები ატარებენ ფიზიკური მდგომარეობის სხვადასხვა ხასიათს. ზოგი მათგანი წარმოდგენილია როგორც ყინულოვანი ობიექტი, ზოგიც გავარვარებულია მზისებურად ან მასზე მეტათ. სამყარო იშლება ერთი მოაზრებული ცენტრიდან გარშემო, რადიალური მიმართულებით.

სამყაროს წარმოშობა და მისი შემდეგი განვითარება ატარებს დეტერმინირებულ ხასიათს. თვითონ სამყარო, როგორც ერთი წყაროდან მომავალი, წარმოადგენს ერთიან ორგანიზმს. იმ მატერიის მდგომარეობა, რომლითაც დაიწყო სამყარომ არსებობა, წარმოადგენს დეტერმინირებული სამყაროს დაბადების აქტს/ფაქტს.

სამყაროს დაბადებისას იმ მატერიის ზომა, რომლიდანაც იგი წარმოიშვა, შეესაბამება იმ მატერიის კონცენტრირებულ ზომას, რომლისგანაც შედგება თვითონ სამყარო. მატერიის ამ კონცენტრატს ეწოდება ილემი. მაგრამ, რა არის სამყაროს შემადგენელი მატერიის კოცენტრატი? თუკი სამყაროს მატერიას გამოერიდება ამ მატერიისგან შექმნილი სხეულების შორის არსებული სივრცე, თვითონ მატერიაშიც მოხდება ასეთი ტიპის რეორგანიზაცია, თუკი ატომებიც დაიშლება ნაწილებათ და ასე შემდეგ, მაშინ მივიღებთ სავარაოდო კონცენტრატს.

არსებობს სივრცეში განთავსებული ილემი, რომელიც იქცევა მისი დაშლის შედეგად/შემდეგ სამყაროდ, მის შემადგენელ ნაწილებათ. მაგრამ, ეს რომ ასე მოხდეს, საჭიროა მისი დაშლა და მისი ნაწილების სივრცეში გაშლა.

ილემი გადის ინკუბაციურ პერიოდს. მისი ასეთი მდგომარეობა შეგვიძლია შევადაროთ ორსულობის პროცესს, ნიადაგში თესლის გაღიებას, და ასე შემდეგ.

ილემი წარმოადგენს სამყაროს დაბადების თესლს, იმ მატერიის კონცენტრატს, რომლისგანაც შემდეგში წარმოიშობა სამყარო.

ილემი მრგვალია, მას გააჩნია გრავიტაციული, ცენტრისკენული მიზიდულობა

გადის სამყაროს დაბადების ინკუბაციური პერიოდი და ილემის ცენტრში გრავიტაციული წნეხის შედეგად იქმნება ნაწილაკების კრიტიკული მდგომარეობა. ილემს გააჩნია გრავიტაციული, ცენტრისკენული მიზიდულობა. ზუსტად მის ცენტრში უნდა მოხდეს მისი აფეთქების ინიციირება, სამყაროს დაბადების საწყისი.

ილემის ცენტრში კრიტიკული მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ მის ცენტრში არსებული მცირე ნაწილაკები განიცდიან იმ დოზის გრავიტაციულ წნეხს, რომელიც გამოიწვევს მათში აფეთქების რეაქციას.

ამგვარად, მოხდა დიდი აფეთქება. ნებისმიერი აფეთქების შემთხვევაში აფეთქებული ნაწილაკების მასა იწყებს გრავიტაციული წნეხის კინეტიკურ გადალახვას. ილემის ცენტრში აფეთქებული ნაწილაკების მასა იწყებს კინეტიკურ გაშლას. ილემი პოტენციურად სამყაროში შემავალი მატერიის ზომისაა და მის ცენტრში ნაწილაკებს შორის დაწყებული აფეთქება ვერ გაანეიტრალებს ილემის მთლიანი მასის გრავიტაციულ წნეხს. ილემის ცენტრში დაწყებული აფეთქება მის გარშემო, ამ აფეთქების კერის გარშემო არსებულ გრავიტაცის მქონე მასებში იწვევს ახალ კრიტიკულ კერების შექმნას, რაც იწვევს ახალ რადიალურ აფეთქებებს. აქ ჯამდება ერთის მხრივ კინეტიკური ძალა და მეორეს მხრივ გრავიტაციული წნეხი.

ასეთი კასკადური აფეთქებები გრძელდება ილემის სრულიად დაშლამდე და მისი ნაწილების სივრცეში გაშლამდე.

ყოველი ახალი აფეთქებების კერების გაჩენისას კინეტიკური ენერგია იზრდება.

როდესაც ილემის ცენტრში ხდება აფეთქება და ამ აფეთქების ეფექტი ეჯახება მის გარშემო ჯერ კიდევ აუფეთქებელ ილემის მატერიის ფენას იწყება ამ ახლად ჩათრეული ფენის ბორჯღალოსებური ტრიალი.

იმის გათვალისწინებით, რომ ილემი მრგვალია და მას გააჩნია ცენტრი და პერიფერია მასში თერმომონაცემები გადანაწილებულია ცენტრიდან პერიფერიისკენ. ცენტრში თერმომონაცემები უფრო მაღალია და კლებულობს პერიფერიისკენ. ილემის ასეთი მდგომარეობა უფრო იკვეთება აფეთქების შემდეგ/შედეგად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ილემის პირობითი ფენები სხვადასხვა თერმული მონაცემებისაა და თუკი მის ცენტრში ყალიბდება მზისებური ობიექტები, ცენტრიდან მოშორებული ფენები იქცევა ყინულოვან სხეულებათ. შესაბამისად, შედარებით მაღალ ტემპერატურაზე ყალიბდება იმ ტიპის სუბსტანციები, რომლებიც მოგვევლინებიან როგორც ილემის ცენტრში წარმოშობილი და ტემპერატურული მონაცემებით მზგავს ობიექტებში შემავალი. ასეთებია მზე ან მზის მზგავსი ობიექტები. შესაბამისად, ილემის პერიფერიული ნაწილი იქცევა ისეთ სუბსტანციათ, რომელიც შემდეგში მოგვევლინება როგორც, მაგალითად, ურანი ან ნეპტუნი.

სამყარო წარმოიშვა ილემის აფეთქების შედეგად. სამყარო წარმოადგენს ილემის დაშლილ მდგომარეობს. ანუ, წარმოდგენაში ილემი ისევ არსებობს, მაგრამ უკვე ახალი, სამყაროს სახით.

მაგრამ რა არის ილემი? იგი არის სივრცეში განთავსებული მატერიალური ობიექტი, რომელსაც გააჩნია რიგი პარამეტრები:

დეტერმინირება

ზომა

თერმომდგომარეობა

გრავიტაცია

მატერიალური შემცველობა, სიმკვრივე

პოტენციური განვითარების ტრაექტორია

პოტენციური გამოვლინებები

იმის გათვალისწინებით, რომ ილემს გააჩნია უამრავი არსებული და პოტენციური თვისება, იგი წარმოადგენს სამყაროს დაბადების თესლს. მისი არსებობა კანონზომიერების შედეგია.

კინეტიკური ინერცია

გრავიტაციული ჩათრევა

სხეულების ერთმანეთთან შეჯახება

სხეულების ჩამოყალიბება

ყინულოვანი ობიექტები

მზისებური ობიექტები

დედამიწისებური ობიექტები

ბრტყელი ტრიალი

ბორჯღალოსებური ტრიალი

სამყაროს ერთიანი სისტემა

პირობითი ერთეულები

დეტერმინირება

კონსოლიდაცია

სამყაროს ჩამოყალიბება

სამყაროში არსებული ობიექტების შემცველობა

დრო

ერთეგზემპლიარულობა

მუდმივი ცვალებადობა

ცვალებადი მატერიის მუდმივობა

გალაქტიკა ირმის ნახტომი

მოძრაობის ტრაექტორია

მისი ფორმა

ზომა

შემცველობა

დეტერმინირებულობა

ერთიანობა

სისტემურობა

წარმომავლობა

ქაოსი და მისი გადალახვა

დედამიწის ადგილი ამ გალაქტიკაში

მზე

დედამიწა

სხვა პლანეტები

გრავიტაცია

კინეტიკა

მთვარე

ტრიალი

სიბრტყე

სინათლე

სიბნელე

თერმომდგომარეობა

გრავიტაციული ჩათრევა

კინეტიკური ინერცია

ზომა

My Affiliate Link
Buy Now